დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება. აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან ელოდებიან. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც ხვალინდელი სესიისთვის.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და მოხდეს ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.