იმისათვის, რომ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებას, იაპონიამ უნდა აღიაროს რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტი კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადების პასუხად.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოსიჰიდე სუგიმ თქვა, რომ იაპონიას თავდაპირველად ტერიტორიული პრობლემების საკითხის ამოწურვა სურს, შემდეგომ კი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.
"საგარეო საქმეთა მინისტრის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ რუსეთის პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეული უმაღლესი დონის შეთანხმებით, სადაც ნათქვამია, რომ იაპონია აღიარებს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, რაც რუსეთის სუვერენიტეტის გავრცელებას გულისხმობს კურილის კუნძულებზე.
ამის შემდეგ, კი შესალებელია სხვა საკითხებზეც მსჯელობა", - თქვა სერგეი ლავროვმა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წლის შემდეგაც კი, ჯერ კიდევ არ არსებობს არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და იაპონიას შორის.
ასეთი სახელმწიფო ურთიერთობების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, იყო კონფლიქტი ოთხი მცირე კუნძულის - ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანისა და ხაბომაის გამო, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჯარებმა მას შემდეგ მიიტაცა, რაც აშშ-ის გემ მისურიზე იაპონიამ ოფიციალურად ხელი მოაწერა კაპიტულაციას.
1956 წელს მაშინდელი საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი იაპონიას დაჰპირდა კურილის 4 კუნძულიდან 2 კუნძულის -შიკატანოსა და ხაბომაის - უკან დაბრუნებას.