უმრავლესობიდან გასული დეპუტატები "ქართული ოცნების" ყველაზე განათლებული ნაწილია და ვფიქრობ, ისინიც გადაგდების მსხვერპლნი გახდნენ, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ
მისი თქმით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატები "გადაგდებას არ მოელოდნენ"
"ჩემი აზრით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატები "ქართული ოცნების" ყველაზე განათლებული ნაწილია და ვფიქრობ, ისინიც გადაგდების მსხვერპლნი გახდნენ. არ მოელოდნენ. ამაში მე დამარწმუნა თამარ ჩუგუშვილის კომენტარებმა და მგონი მათ თვალები აეხილათ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.
მათი მხრიდან ეს იყო ცოტა დაგვიანებული და მაგრამ მაინც პოზიტიური ნაბიჯი. თუმცა შეიძლება ეს ისეც შეფასდეს, რომ ჩასაძირად განწირული გემის დატოვებს სჯობს, ვიდრე ფსკერზე ჩაჰყვე", - განაცხადა მუხაშავრიამ.