ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს ხვდება.
ბარამიძის განუცხადებით, საბჭოზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის თემები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტვებისა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილება.
"რუსეთის აგრესისა და ოკუპაციის პირობებში საქართველოს ევროატლანტიკურ ტრუქტურებში ინტეგრაცია კიდევ უფრო მნშვნელოვანი გახდა. ამ ეტაპზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისა, რომ ამ კუთხით მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ", - განაცხადა ბარამიძემ, რომლის განმარტებითაც სავიზო რეჟიმის გამარტივების მიმართულებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და დოკუმენტის რატიფიცირება სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოხდება.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების კუთხით არსებულ ვითარებას, ბარამიძის თქმით, უკვე ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
"ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელის სავარაუდოდ 3-4 წელი გაგრძელდება", - განმარტა ვიცე-პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა და მათგან რჩევების მიღება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობაში ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები შედიან.