თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ", რაღაც პირადი ინსტინქტი ეყოს ივანიშვილს მისი პირადი ბედიდან გამომდინარე, მისი პირადი ინტერესიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ დააბრუნოს ეს ყველაფერი და ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც ადაპტირებულია ჩვენს კონსტიტუციასთან, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს არის სწრაფი გზა ამ სიტუაციის განმუხტვისკენ.
“არ მიყვარს პროგნოზები იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება, რომ შეცდე. მით უმეტეს, როდესაც იმ ტიპის პარანორმალურ მოვლენასთან გაქვს საქმე, როგორიც ბიძინა ივანიშვილია პერსონალურად და მისი გარემოცვა. რაციონალური პროგნოზები უმადური საქმეა, ნამდვილად, თუმცა დიდი პრობლემები ექნებათ ჩვენი ქვეყნის გარეთ ივანიშვილს პერსონალურად და მის ხელისუფლებას… ეს პრობლემები, რაც მათთვის პრობლემაა და არის საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინება, გაგრძელდება და გაღრმავდება. ამიტომ, თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ, რაღაც პირადი ინსტინქტი ეყოს ივანიშვილს მისი პირადი ბედიდან გამომდინარე, მისი პირადი ინტერესიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ დააბრუნოს ეს ყველაფერი და ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც ადაპტირებულია ჩვენს კონსტიტუციასთან. ეს არის სწრაფი გზა ამ სიტუაციის განმუხტვისკენ“, - თქვა ბოკერიამ.