ბევრი რამ ჩვენი ბრალია - კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს, - განცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა "დღის ქრონიკის" ეთერში.
მისი თქმით, 2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია.
„ახლა როდესაც ბოქლომიანები გვაიძულებენ, მივოშოროთ ეს სისტემა, ეს მათი ვიწროპარტიული ინტერესია და გათვიცნობიერებული აქვთ, რომ ვარდებით მოსული ხელისუფლება ბოქლომებით სირბილამდეა დასული.
ბევრი რამ ჩვენი ბრალია - კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. კოჰაბიტაცია არ უნდა ვინანოთ, თუმცა დასასრული უნდა ჰქონდეს. დღეს ვფიქრობ, დადგა დრო, როცა 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ, რომ ეს არის წარსული ძალა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.