როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა , - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპროტესტო აქციების შეფასებისას.
„სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება, ჩვენს რეალობაში, როცა მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია არამედ, ბოქლომების მაღაზია, ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა. ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება“, - თქვა წულუკიანმა.
სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია რამდენიმე დღეა ადმინისტრაციულ შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებს.