"ევროპის სახალხო პარტია" ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ევროპის სახალხო პარტია" იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის ცინიკური ნაბიჯით, რომლითაც არ შეასრულა დანაპირები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ყველა ქართული პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა, შეთანხმდა, რომ პროპორციული სისტემა აუცილებელია პლურალისტული პოლიტიკური გარემოს განვითარებისთვის, მაშინ როდესაც არსებული შერეული სისტემა სამართლიანად არის გაკრიტიკებული სუპერუმრავლესობის შექმნის გამო.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ამჟამინდელ ხელისუფლებას, ამიტომ, ჩვენ, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და განიხილოს პოლიტიკური გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდაზე.
კომპრომისის არარსებობა ქვეყანას სახიფათო გზაზე დააყენებს, რაც გამოიწვევს საქართველოს მეგობრების სერიოზულ იმედგაცურებას და მხოლოდ ის დარჩება კმაყოფილი, ვისაც სურს საქართველოდს ევროატლანტიკური გზიდან აცდენა", - ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.