"ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, დონალდ ტუსკი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ტუსკის კანდიდატურას მხარი 491-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 37 წავიდა.
დონალდ ტუსკი "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას 2019 წლის პირველი დეკემბრიდან შეუდგება. ამავე დღეს ეწურება უფლებამოსილება ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილებისა. ამ პოსტზე მას შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.