საქართველოს ნატო ეხმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებაში. ეს არის ნატოს საქართველოში ყოფნის მიზანი, - ამის შესახებ მან ბრიუსელში, მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრება.
იენს სტოლტენბერგმა კვლავ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსი მხარს უჭერს მომავალში მის ბლოკში გაწევრიანებას.
„შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნატოსთვის, სადაც არიან ჩვენი წევრები ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ბოლო წლებში ნატომ გაზარდა წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ აპრილში მივიღეთ შესაბამისი პაკეტი, რომლის თანახმადაც გვექნება მეტი წვრთნები, შევთანხმდით ინფორმაციების გაცვლაზე. მე მოვუწოდებ მოკავშირეებს საჭირო რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ პარტნიორებს მეტი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს ნატო ეხმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების გატარებაში. ეს არის ნატოს საქართველოში ყოფნის მიზანი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.