"ვეტერინარიის შესახებ" კანონში ცვლილებები საქონლის ვეტერინალური სერთიფიკატის გაცემის წესს ცვლის. ამიერიდან საქონლის ვეტერინალური სერთიფიკატის გაცემა, სურსათის უვნებლობის სამსაუხრის გარდა, შემოსავლების სამსახურსაც შეეძლება. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაიწყო.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, შემოსავლების სამსახური სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს. აღნიშნული პროცედურები კი ვეტერინარულ სერთიფიცირებას დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის ვეტერინალური სერთიფიკატის წარდგენას ითვალისწინებს.
მიქელაძის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როცა საქონლის ექსპორტიორს უწევს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის შეჩერება და საქონლის ვეტერინარული სერთიფიკატის აღებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიმართვა რაც გარკვეულ დროისთან არის დაკავშირებული.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან აღნიშნული სერთიფიკატის გაცემა შემოსავლების სამსაუხრის შესაბამის პირებსაც შეეძლებათ (ვეტერინარი).
მიქელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის და ეს პროცედურები იმპორტიორს საბაჟო სამსახურთან ურიერთობას კიდევ უფრო გაუადვილებს.