ბლოკირება შენობების, ჯაჭვების დადება, კარების აჭედვა და ასე შემდეგ, ეს არანაირი კანონიერი ფორმა არ არის, - განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
რაც შეეხება საპოლიციო ძალით აქციის დაშლას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ფორმალური საფუძველი შენობის გათავისუფლების არსებობდა, რადგან კანონის დარღვევით იყო შენობა ბლოკირებული და ჯაჭვები დადებული
"კანონი არსებობს, წაიკთხავთ, ნახავთ. პროტესტის გამოხატვასაც თავისი წესები აქვს და კანონის ჩარჩოებიდან, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეს გასვლა არის გამართლებული, ლეგიტიმური და სწორი. მე კანონს ვცემ ძალიან დიდ პატივს, ასე გავიზარდე და ჩემთვის ამას აქვს მნიშვნელობა. ბლოკირება შენობების, ჯაჭვების დადება, კარების აჭედვა და ასე შემდეგ, ეს არანაირი კანონიერი ფორმა არ არის, ეს არის ასე, მორჩა და დამთავრდა, ეს წერია კანონში.
ფორმალური საფუძველი შენობის გათავისუფლების არსებობდა, რადგან კანონის დარღვევით იყო შენობა ბლოკირებული და ჯაჭვები დადებული, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციის გამოყენება ხდება საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს გზა", - თქვა ჩუგოშვილმა.