იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პოლიტიკოსებების გადაწყვეტილებებმა, მაჟორიტარების გადაწყვეტილებამ, პარლამენტის კენჭისყრის შედეგებმა პროცესი გაისროლა ქუჩაში და გაისროლა რადიკალური ფორმებისკენ, - განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა “რეაქციაში“
მისი თქმით, პროტესტის გამოთქმაც აუცილებელია, რომ კანონის ჩარჩოებში და კანონის ფორმებში რჩებოდეს.
„ამიტომ, მე ეს ფორმები სწორი არ მგონია, უბრალოდ, გული მწყდება იმაზე და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პოლიტიკოსებების გადაწყვეტილებებმა, მაჟორიტარების გადაწყვეტილებამ, პარლამენტის კენჭისყრის შედეგებმა პროცესი გაისროლა ქუჩაში და გაისროლა რადიკალური ფორმებისკენ“, - თქვა ჩუგოშვილმა.