დიპლომატიური კორპუსი ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ქვეყანა ნორმალურ წესრიგს დაუბრუნდეს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრის თემა მიმდინარე საკითხები იყო. მათ შორის, ის საკითხიც უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პარალელურად პოლიცია ხალხის დაჭერას განაგრძობს. ელისაშვილს იჭერდნენ და ხალხმა გამოსტაცა. პაატა მანჯგალაძეს ვაშაძის პარტიიდან რომ დაიჭერ, უკვე ტვინი თავში აღარ გაქვს და გადახურებული გაქვს. „გალერია თბილისის“ წინ აქეთ იქით რობოკოპებია ჩალაგებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა, მართლა შიზოფრენიკმა, გადაწყვიტა, რომ ამით ხალხს შეაშინებს?! დიპლომატიური კორპუსი ყველა ერთხმად ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ქვეყანა ნორმალურ წესრიგს დაუბრუნდეს”, - თქვა უგულავამ.