“ფეხები არ მოგვჭამო ბიძინა!, - წერს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტის ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა.
პარლამენტის შესასვლელები ამ დრომდე პიკეტირებულია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისული ოცნების ორი დეპუტატი შენობაში არ შეუშვეს. პიკეტირების გამო დღეს საკანონმდებლო ორგანოში 12 საათისთვის ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ჩაიშალა, რომელზეც საქართველოს მომავალი ბიუჯეტი უნდა განეხილათ.