მოთხოვნებიც კი ისეთი დააყენეს, რომ იქვე ჩანს, რომ ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი მხოლოდ და არა დიალოგის შესაძლებლობას, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, მოქალაქეები არა მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ოპოზიციამ მოატყუა, ვინაიდან, მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
"ერთი ადამიანიც კი რომ აპროტესტებდეს რამეს, საფუძვლიანად თუ არა საფუძვლიანად, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ახალგაზრდის იქნება თუ ნებისმიერი ადამიანის პროტესტი, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, პირადად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამ ფონზე, როცა ისინი თავად საუბრობენ, რომ 20 000 ადამიანი უნდა შეკრებილიყო, მაგრამ 4 და 5 რომ შეიკრიბა, ამიტომ არ გვითმობენ რაღაცას, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროტესტი და ვრეაგირებთ პროტესტზე შესაბამისად, მაგრამ ეს ადამიანები კვლავ მოატყუა ნაციონალურმა მოძრაობამ და მის გვერდით პოლიტიკურმა ძალებმა. მოთხოვნებიც კი ისეთი დააყენეს, რომ იქვე ჩანს, რომ ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი მხოლოდ და არა დიალოგის შესაძლებლობას. როცა თავადვე იციან, რომ გერმანული მოდელი არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია არ იძლევა არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას, ამ მოთხოვნების დაყენება ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებულები არიან პროვოკაციებისკენ”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.