თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდანაც, - განაცხადა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში პროვოკაციის მოსაწყობად მიდიან.
"ჩემ ფეხებს მოვლენ დეპუტატები. ისინი იმიტომ მოდიან, რომ პროვოკაცია მოაწყონ. ამათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ. 20 ივნისის სცენარის გამეორება უნდათ. 20 ივნისი იყო "ქართული ოცნების" ნაძირლების წამოწყებული პროვოკაცია. მათ უნდათ დაიჭირონ და ციხეში ჩაყარონ ხალხი. არავის არ მივცემთ შესვლის უფლებას, თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდანაც,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.