ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეფასებით, ნაცმოძრაობის და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს.
მისი თქმით, სააკაშვილს გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით უნდა რომ ქვეყანა დაანგრიოს, „როდესაც გავრილოვი კი არა მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებით და ბეტეერებით, არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო“.
„არ არსებობს სახელმწიფოს იქით არაფერი - ეს არის ჩვენი ოჯახებიც, მომავალი თაობაც. არ მინდა პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე, მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის დახარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო მოკვდნენ ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის, ასე არ იყო? მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ, კარგია, ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა. გაიხსენეთ დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა რომ ქვეყანა დაანგრიოს, როდესაც გავრილოვი კი არა მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებით და ბეტეერებით, არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგანან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამას ყველაფერს, არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.