"ქოცებმა საპატრულო პოლიციის უფროსს ჩაატარებინეს ბრიფინგი, რომლის მთავარი არსი იყო მომიტინგეთა რაოდენობის გამოცხადება", აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. მისი განმარტებით, ვაჟა სირაძის მონაცემები, როიტერსის მონაცემს მინიმუმ სამჯერ ჩამოუვარდება.
"5500 მოქალაქე იყოო, გვაცნობა, რაც ტყუილია და როიტერსის მონაცემს მინიმუმ სამჯერ ჩამოუვარდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მომიტინგეების რაოდენობის დამთვლელ ბრიფინგებს კიდევ ერთგან ატარებენ ხოლმე - გავრილოვის სამშობლოში.
ნორმალური ქვეყანა როცა გვექნება, ასეთ სამარცხვინო ბრიფინგებს აღარ ჩაატარებენ", აცხადებს კახიძე.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაახლოებით 5 500 მოქალაქე იყო.
„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.