საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაახლოებით 5 500 მოქალაქე იყო.
„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.