როცა ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიმდის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს დიალოგი, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, რომან კაკულია.
მისი თქმით, თუ შენობის ბლოკირება მართლაც მოხდება, დეპუტატის სახელმწიფო იმოქმედებს კანონით დადგენილილ წესით.
"ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი იმ მოთხოვნებზე, რაც მათ დააყენეს. ახლა ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მათ მოთხოვნებთან მიმართებაში, მაგრამ როცა ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიმდის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, ჩვენ საბოლოო ჯამში გვაქვს მაინც გამოსავალი, ვიპოვოთ ერთმანეთთან მიმავალი გზები. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს.
სანამ იქნება ბლოკირების თემა, ამის დაშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ვინც ამას აკეთებს, ის, ერთი მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ არის თემები, რომელზეც უნდა შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი და მეორე მხრივ, ჭრის ამ გზას. ამიტომ ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევში, ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია", - თქვა რომან კაკულიამ.
პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - დღეს, 17 ნოემბერს, ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა.შემდეგ კი პარტიის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პარლამენტის შესასვლელთან კარვები გაშალეს. მათი თქმით, ისინი აქ მთელი ღამის და ხვალინდელი დღის განმავლობაში დარჩებიან, შემდეგ კი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ.