თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლ;ამენტის შენობის წინ, მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას კვლავ აპროტესტებენ. პარლამენტის წინ ადგილზე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
მისი თქმით, საჭიროა მთელი ქვეყანა გამოვიდეს და გააპროტესტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. მაჩალიკაშვილი ასევე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენა ნამდვილი სახე.
„ძალიან ცუდად იქცევიან და ხალხი ამას არ აპატიებთ, როგორ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი გამოხვიდე გამოაცხადო, რომ პროპორციული არჩევნები ჩაინიშნება, შემდეგ მიხვდა რომ 100%-ით არჩევნები წაგებული ჰქონდა ამ სისტემით ადგა და გადათქვა, პარლამენტმა გადაწყვიტაო-სად არის პარლამენტი, ვინ არის პარლამენტი?! კობახიძე და მისნაირები?! ეს ვიგინდარა ცახცახა თოთო ბავშვები? ყველაფრის გადამწყვეტი არის ბიძინა ივანიშვილი კი არა ივანაშვილი-ივან ხომ იცით ვინც არის, რუსი. საჭიროა, მთელი ქვეყანა გამოვიდეს და ამ ყველაფერს დაუსვას წერტილი. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, მე უკვე მესამე ზამთარი მოდის აქ ვდგავარ, მაგრამ ვუძლებ და გავუძლებ კიდეც, სანამ არ მოეღება ამ ხელისუფლებას ბოლო“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.