ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას თბილისში განვითარებული მოვლენებსის აფასებს და მოუწოდებს მხარეებს შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ "ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ.
"სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ", - განმარტავს დევიდ კრამერი.
მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემხვევაში არსებობს", - ამბობს კრამერი და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ.