"პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას დევიდ კრამერი, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
კრამერი განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემხვევაში არსებობს", - ამბობს კრამერი და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ.
„ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.