ეს არის წარმოუდგენელი ფლიდობა, რაც მან ჩაიდინა. წარმოუდგენელი რაღაც, ენითაც ვერ აღწერ. ეგ არის ადამიანი, რომელიც მარტო ცემას იმახურებს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ჩართვაში.
„ეს არის წარმოუდგენელი ფლიდობა, რაც მან ჩაიდინა. წარმოუდგენელი რაღაც, ენითაც ვერ აღწერ. ეგ არის ადამიანი, რომელიც მარტო ცემას იმახურებს. ენით აღუწერელი სისაძაგლე ჩაიდინეს. განსხავებით მათგან, ჩვენ კანონებს პატივს ვცემთ. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები ასეთ ვითარებაშ არის ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნა. შეუძლებელია, ქვეყანა ასე ვერ იცხოვრებს. ამ დიდი მეგა ტყუილის შემდეგ ქვეყან ვერ იცხოვრებს, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორი ვარიაციით ჩატარდება, ეს არის ღია საკითხი. ჩვენ დავაყენებთ ხელახალი ინიცირების საკითხს, რომელიც თვენხევრით დაგვიანდება, მეორე საკითხი არის, გერმანული მოდელი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავესლობა არ სჭირდება, რომელიც პროპორციული და სამართლიანია“, - თქვა უგულავამ.