ქვეყანას სჭირდება ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ყველა ისტრუმეტებს გამოვიყენებთ ამ ამოცანის მისაღწევად - განაცხადა“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ოპოციზიური პარტიების შეხვედრის შედეგი არის ის, რომ საჭიროა ერთიანობა და ერთიანი მოქმედება, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი.
„შედეგი ერთი მთავარი ის არის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ძალიან, ძალიან განსხვავებულები, რბილად რომ ვთქვათ, არიან გაერთიანებული ერთ საკითხში - ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა დააყენეს პირდაპირ უფსკრულის წინაშე. ამიტომ, საჭიროა, ერთიანობა და ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მტრული რეჟიმი. რომლის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს. ამიტომ ყველანი ვუერთდებით იმ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველის გაზმირზე. მოთხოვნა არის, ვადამდელი და პროპორციული არჩევნები. ყველა ინსტრუმეტებს გამოვიყენებთ, მათ შორის, ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს ამ ამოცანის მისაღწევად.
ის, რაც ქვეყანას სჭირდება არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდმავალი მთავრობა. ყველაფერს გავაკეთებთ ამ ამოცანის მისაღწევად. ეს არის მთელი საზოგადოების გადაგდება და შესაბამისად რეაქციას უნდა ველოდოთ მათგან და მიიღო კიდეც დასაწყისი. აქ საზომი არ იქნება რომელ დღეს რამდენი კაცი გამოვა. რომც დასჭირდეს ამას ბევრი დღე, მთელი ეს დღეები იქნება უმწვავესი პროტესტი“, - თქვა ბოკერიამ.