"საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის მეგონა ამ რისკზე არ წავიდოდა, მარგამ მაინც გააკეთა ეს არჩევანი,"- ასე შეაფასა კანონპროექტის ჩაგდება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილსა და მის გუნდს.
"ამაზე მიიღებს შესაბამის პასუხს. რადიკალური სცენარით დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას. რისი გარანტი უნდა იყოს ეგ. ისაა გარანტი საქართველოს უბედურების, რისკის, ძალადობის, ჩიხში შეყვანის და ეს კაცი უნდა დავასრულოთ. ეს დეპუტატები, ვინც მხარი არ დაუჭირეს პროექტს, არიან ისინი, ვინც არავის წინააღმდეგ არ წავლენ არასდროს. ამიტომ ყველამ იცის, რომ ივანიშვილის დავალებით ჩავარდა ეს ამბავი და მასთან ერთად პასუხს აგებს მთელი მისი გუნდი”,- აცხადებს ბოკერია.