მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მარიამ ჯაში პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას უკავშირებს.
მანამდე იგივე მიზეზით საპარლამენტო უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ, სოფო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ და სხვებმა.
დღეს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.