დეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის გადარიცხული ფული 12 %-ით დაიბეგრება. "საგადასახადო კოდესის" თანახმად, სასჯელაღსულების დასწესებულებაში მოთავსებული პირისთვის თანხის გადარიცხვა არანათესავი პირის მიერ 12%-ით დაიბეგრება. თუმცა, კანონის მიხედვით, დაბეგვრას არ ექვემდებარება გარეშე პირის მიერ გადარიცხული 1000 ლარამდე თანხა.
აღნიშნული არ ვრცელდება ოჯახის წევრების მიერ პატიმრობის ადგილებში მყოფთათვის ჩარიცხული თანხებზე.
კანონის საფუძლეზე ოჯახის წევრების მიერ პატიმრებისთვის ჩარიცხული თანხა 12%-იანი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
საპატიმრო ადგილებში დასაქმებული პატიმრების საშემოსავლო განაკვეთიც 12%-ს შეადგენს.