თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტი უმრავლესობა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. სამწუხაროა ეს, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.