მოძრაობა “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგებამდე მივა.
"ჩვენ საქმე გვაქვს რიგით სპექტაკლთან, რომელსაც ივანიშვილი უნიჭოდ დგამს უკვე მეშვიდე წელია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს არის დაპირება, რომელიც მოქალაქეებმა მოიპოვეს 20 ივნისის შემდგომ და ნუ ეთამაშებიან საზოგადოებას. ივანიშვილს სურს შექმნას ქაოსი, მაგრამ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ წინააღმდეგობას და მუხტს მას, თუ რა ფორმით ამას დღის ბოლოს გეტყვით".