კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
„შემიძლია, ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული დარგია“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება სპორტს, მინისტრის თქმით, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან.
„მასობრივი სპორტი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის. ასევე მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალინ მნიშვნელოვანია. აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე“, – განაცხადა ჩხენკელმა.