ახალი ზელანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზებას, თუმცა მისი საბოლოოდ ამოქმედებისთვის ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. იუწყება BBC-ი.
ახალი ზელანდიის პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი, მწვავე დებატების ფონზე, 69 51-ის წინააღმდეგ მიიღეს.
პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი მხარს უჭერდა კანონპროექტს.
ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ახალ ზელანდიელთა 72%-მა მხარი დაუჭირა ევთანაზიის ლეგალიზებას.
ამოქმედების შემდეგ, კანონი პაციენტს, რომლის სცოცხლის ხანგრძლივობის საპროგნოზო მაჩვენებელი 6 თვეს არ აღემატება, საშუალებას მისცემს, საკუთარი ნებით უარი თქვას სიცოცხლის გაგრძელებაზე.
სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ სამედიცინო დასკვნა ორი ექიმის მიერ უნდა იყოს დამოწმებული.
რეფერენდუმი ახალ ზელანდიაში 2020 წელს ჩატარდება.