ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი დონალ ტუსკის თქმით, რუსეთი ევროპის სტრატეგიული პრობლემაა. იტყობინება Financial Times-ი.
"თითქმის ყოველკვირეულად მიწევს შევახსენო ევროკავშირის ლიდერებს, რომ რუსეთი არის არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პრობლემა. ისინი ზოგჯერ მანიაკსაც კი მეძახიან, ჩემი ასეთი დაჟინების გამო", - თქვა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, ევროპულის საბჭოს ხელმძღვანელის რანგში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება იყო, რასაც ძირს უთხრის კრემლის აგრესიული პოლიტიკა.
დონალდ ტუსკი 1-ელ დეკემბერს დატოვებს ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის პოსტს. მას ამ თანამდებობაზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჩარლზ მიშელი.