საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ხალხი მიიღებს. "ჩვენი გადაწყვეტილებაც მათ ინტერესებს მოერგება და არა ვინმეს პოლიტიკურ წინსვლას, კარიერას ან ადგილის შენარჩუნებას", - ეს განცხადება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, სააკაშვილმა ოპოზიციის მისამართით გააკეთა.
"მინდა ოპოზიციურ ძალებს მოვუწოდო, ნუ ხართ ზედმეტად ცუდი წარმოდგენის საკუთარ თავზე და ნუ გგონიათ, რომ თქვენი ხალხი არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ მოახვევს პოლიტიკურ ნებას ჩვენს ხალხს და ქართველმა ხალხმა ეს აჩევნა, როდესაც ჩავკიდეთ ხელები ჯაჭვში და რეალურად თუ ვინმემ გააჩერა ვლადიმერ პუტინის რომელიმე მარიონეტი, ეს იყოს ხელჩაკიდებული ქართველი ხალხი. ეს სიმწიფე აჩვენა ჩვენმა ხალხმა ყველა პოლიტიკური კრიზისის დროს", - განაცხადა პრეზიდენტმა.