არავის უკვირს რომ პარლამენტში შეიძლება ასეთი დაკადაკა მოხდეს, მითუმეტეს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში - ასე ეხმიანება ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე განვითარებულ პროცესებს.
ვოლსკის თქმით, ქართული დაპირისპირების ვარიანტს გარკვეული სპეციფიკა აქვს:
„კერძოდ, დამცირება ადამიანის, ჩაყვანა ქვემოთ, ნორმალურად ითვლება. გოშია სხვას ეძახის გოშიებს, ნაგაზი ან სხვა თემა, პუდელი მილიონი რაღაც შეიძლება მოიგონო, მაგრამ რეალობის დამახინჯების ინტენსიური მცდელობა და პროცესი მიდის და არ შეიძლება ამას არ გამოვეხმაუროთ“,-აცხადებს პოლიტიკოსი.
გია ვოლსკის თქმით, არ მოსწონს როდესაც პატრიარქს აგინებენ და უარყოფს კავშირებს ძალადობრივ ჯგუფებთან, რომლებიც „ქვებს ისვრის ან ჯვრებს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად“:
„თქვენ წარმოიდგინეთ, მიგვიხვდნენ. თურმე ჩვენ არ მოგვწონს ის რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა რომ რაღაცა სხვა საკითხი გადავფაროთ. თურმე ნუ იტყვით და წინწყაროს მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღება შეიძლება არ მოგვწონდეს. ჩვენ თურმე ამ არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად. ხომ ყველამ იცის რომ ეს ესე არ არის, მაგრამ ხშირად თუ გაიმეორებ შეიძლება შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები რომლებიც თვითონ, გადასულები არიან ყოველგვარ ზღვარს დღეს რაღაც სიმართლის რაღაც მიმართულებაზე დგანან, მითუმეტეს იმ ხალხის გასაგონად ვინც საქმის კურსში არ არის და ემოციურად არ არის დაკავშირებული იმ პერიოდთან, როცა ესენი ყავარჯნებიანი კაცის სიმბოლოთი იყვნენ წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.