პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „ნეტფლიქსს“ საყვედურის წერილი გაუგზავნა. მთავრობის თავმჯდომარე მატეუშ მორავეცკი, კომპანია „ნეტფლიქსს“ ნაცისტური გერმანიის შესახებ გადაღებულ სერიალში, სწორი ისტორიული ფაქტების გამოყენებისკენ მოუწოდა.
მორავეცკი აცხადებს, რომ საკონცენტრაციო ბანაკების ადგილმდებარეობა, არა ნაცისტურ გერმანიაში, არამედ თანამედოვე საზღვრებით დადგენილ პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
"ეს არაწორ კონტექსტში წამოაჩენს პოლონეთის ისტორიას, თითქოს ჩვენ ვიყოთ საკონცენტრაციო ბანაკებზე პასუხისმგებელნი, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა ნაცისტურ გერმანიას“,- განაცხადა მორავეცკიმ.
ნეტფლიქსი, „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებული პრეტენზიის შესახებ, ინფორმირებულია.
ნაცისტური გერმანია პოლონეთში 1939 წელს შეიჭრა. ნაცისტმა გერმანელებმა პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ააგეს, სადაც მილიონობით ადამიანი დახოცეს.
პოლონეთის პრემიერი, "ნეტფლიქსის" დირექტორისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კომპანია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ნამდვილი ისტორიული მეხსიერება. სხვა შემთხვევაში კი მორავეცკი კინომწარმოებლის პროდუქტს „ისტორიული ფაქტების გაყალბებასა და გადაწერად“ აფასებს.