სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.