საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ 29 სექტემბერს, შიდა ქართლში უკანონო "საზღვრის სადემარკაციო საუშაოებთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"რუსეთის აღნიშნული ქმედება არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ ხელშეკრულებას და წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რომლის შედეგად კიდევ უფრო იზღუდება ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება და ირღვევა მათი საკუთრების უფლება. მსგავსი ქმედება დამატებით სირთულეებს შეუქმნის მიმდებარე ტერიტორიების, განსაკუთრებით კი სოფელ დიცის წყლით მომარაგებას", - ნათქვამია საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რუსეთისაგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაცია და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ უკანონო ქმედებაზე.