არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს, - განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.
მისი თქმით, თუ ამაზე დავიწყება მსჯელობას, უნდა დავიწყოს ეკლესიით.
“მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით. ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა - გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით - ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე - აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით”, - თქვა პეტრე ცაავამ.