ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის შემდეგ, "ტყის აღდგენის" პროექტი დაბა წაღვერის მიმდებარედ, 2017 წელს ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება.
ამ ეტაპზე დასრულებულია გაწმენდითი და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის სამუშაოები 402 ჰა ფართობზე რომლის შემდეგ, ჯამში 8500 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგვება.
ხოლო სოფელ დაბის მიმდებარედ, ნახანძრალ ტყეში, 144 ჰა ფართობზე 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო.
ამ ეტაპზე საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 80 ათასამდე ნერგი დაირგვება. ხოლო, 2020 წლიდან ეროვნული სატყეო სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს აღადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.