საფრანგეთში, სტრასბურგში, Temple Neuf-ის ტაძარში თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე შესრულდა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ არანჟირებული ქართული კომპოზიციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, სტრასბურგისა და კელის მერიების, სტრასბურგში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე, თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მსმენელები.