20-კაციანი სიიდან 15 არის მოსამართლე, რომელიც სისტემას აძლიერებდა და წინა ხელისუფლების დროს უსამართლობას ქმნიდა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ეს ადამიანები შეირჩნენ ლოიალობის და წარსულში ამ დავალებების შესრულების ნიშნით,"- აღნიშნა ბესელიამ.
"სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო კონტროლი არ არსებობდა, თავის დროზე ის სისტემა და რეჟიმი იყო ძალადობრივი. მთავარი შემაკავებელი და გარანტი, რომ ადამიანები იყვნენ დაცული, არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო. დღეს დავდექით ისევ საფრთხის წინაშე სწორედ იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც 7 ნოემბერს, 15 ივნისს, 6 მაისს თუ სხვა ტიპის ძალადობრივ თარიღებს აკანონებდნენ და წინა რეჟიმს მათი ლეგიტიმაციის საშუალებას აძლევდნენ. ეს რომ არ განმეორდეს და არ იყოს ახალი 7 ნოემბერი, ახალი დარბევები და ახალი დაზარალებულები არ გაჩნდნენ, ამიტომ გვჭირდება მობილიზება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.