ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში, Now Is Everything, ბრიტანელ მსახიობთან, ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.
Now Is Everything/ახლა ყველაფერია მოგვითხრობს ახალგაზრდა ფოტოგრაფზე ნიკოლას იარნაზე, რომლის როლსაც ირაკლი კვირიკაძე ასრულებს.
ფილმზე კიდევ ერთი ქართველი, მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.
ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ჯილდო გადაეცა.
„ამომავალი ვარსკვკავების“ სპეციალური პროგრამა ბერლინალეზე უკვე 20 წელია არსებობს და ორგანიზაცია European Film Promotion-თან ერთად აქ ყოველწლიურად 10 საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელ მსახიობს ირჩევენ.
ირაკლი კვირიკაძე Shooting Stars -ზე რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის შეირჩა.
ფოტო: Georgian Journal