რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილების მიერ ე. წ. სადემარკაციო სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დმოკრატები" შეშფოთებას გამოთქვამენ.
"ეს არის ე. წ. ცივი ოკუპაციის მცდელობა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, მხოლოდ უსუსურ რეაგირებას ახერხებს. სოფელ ნიქოზში განხორციელებილი ქმედება განსაკუთრებით პროვოკაციულ ელფერს იძენს ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის წინ. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა დემოკრატიულ ძალებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ამ საკითხზე საერთაშორისო ყურადღების ფოკუსირების მიზნით" - ნათქვამია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
ქდმ ხელისუფლებას მოუწოდებს გუშინდელი ინციდენტი ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებში შეიტანოს.