ლეიბორისტები უფასო მშობიარობასა და ერთჯერადი დახმარებების აღდგენას ითხოვენ. ამის შესახებ სოსო სატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2006 წლის მარტის მონაცემებით გაერომ საქართველო ჩარიცხა მომაკვდავ ერთა რიგებში.
"ჩვენ მოვითხოვეთ ქორწინების უფასო რეგისტრაცია, რაც სახელმწიფომ დააკმაყოფილა. მომავალი წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ერის დემოგრაფიული საკითხის გადასაწყვეტად, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ უფასო მშობიარობასა და ერთჯერადი დახმარებების აღდგენას," - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში აგრეთვე მოსაგვარებელია მიგრაციის საკითხი. ლეიბორისტების ქმით, მათ აქვთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც წელს საქართველო 27 000 - მა ადამიანმა დატოვა.
შატბერასვილის განცხადებით, საქართველოში ძალიან მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა.
"პირველადი ჯანდაცვა გახდა ფასიანი. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ გამოყოს 25 მილიონი ლარი, რომელიც საკმარისი იქნება, როგორც უფასო მშობიარობისთვის, ასევე პირველადი ჯანდაცვისათვის" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებების გატარების შემთხვევაში შესაძლებელია, დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა.