რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გროგორი კარასინი გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას აცხადებს, რომ "ჩატარებულ მოლაპარაკებს მთლად ტყუილად არ ჩაუვლია"
"მართალია, ძალიან შორს არა, მაგრამ რიგ საკითხებთან მიმართებაში ცოტათი წინ მაინც წავიწიეთ. მაგალითად, მუშაობას აგრძელებენ ინციდეტებზე რეაგირების სამუშაო მექანიზმები და მათზე მრავალი კონკრეტული საკითხი წყდება", _ აცხადებს კარასინი და დასძენს, რომ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ამ რაუნდზე საკმაოდ მწვავედ დაისვა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხი და ძირითადი წინააღმდეგობა მის ირგვლივ ქართულ, აფხაზურ და სამხრეთოსურ დელეციებს შორის წარმოიშვა.
"ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ამ დოკუმენტზე ზემოთდასახელებულ მხარეებს სხვა და სხვა წარმოდგენა აქვთ",_ აცხადებს კარასინი.
თუმცა, ამასთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე პირობას დებს, რომ "ამ საკითის ირგვლივ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელება და მომდევნო შეხვედრებზე ალბათ უკვე საუბარი შეეხება უფრო კონკრეტულ საკითხებს მის ირგვლივ".
კარასინი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ხოლო "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან მისი შესრულების გარანტად ჩადგნენ".
სერგეი ლავროვის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიმავალი პროცესი რთული იქნება, რაზეც მისი თქმით, "ამ საკითხის ირგვლივ უკვე გამართული აზრთა ურთიერთგაცვლაც მეტყველებს".
"მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ და უნდა ვეძებოთ ის გასაღები, რომელიც ჩვენ კავკასიაში ხანგრძლივვადიანი სტაბილურობის დამყარებამდე მიგვიყვანს", _ განაცხადა გრიგორი კარასინმა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებათა მორიგი, რაუნდი 2010 წლის 28 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები