ფრანგმა მეცნიერებმა დედამიწის ყველაზე უსიცოცხლო ადგილად, ტერიტორიაზე ბაქტერიების სრული არარსებობის გამო, დალოლის ველი დაასახელეს. იტყობინება სამეცნიერო ჟურნალი Nature Ecology & Evolution-ი.
აღსანიშნავია, რომ ამავე მეცნიერებმა გამოქვეყნებულ სტატიაში ეჭვქვეშ დააყენეს საყოველთაოდ აღიარებული პოსტულატი იმასთან დაკავშირებით, რომ პლანეტაზე წყლის არსებობა სიცოცხლის არსებობის მანიშნებელია.
"პლანეტის ზედაპირზე წყლის ან მისი ნიშნების არსებობა მიჩნეულია, როგორც სიცოცხლის არსებობის კრიტერიუმი. ამის მიუხედავად, ჩვენი მიგნებები იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ დედამიწის ზედაპირზე მოიძებნება სრულიად უსიცოცხლო ადგილები, წყლის არსებობის დროსაც კი", - ნათქვამია სტატიაში.
დალოლის ველის აღწერისას, სამეცნიერო სტატიის ავტორები წერენ, რომ ველზე წყლის ტემპერატურა დაახლოებით 109 გრადუსია ცელსიუსით, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს. ის არის ასევე ძალიან მჟავე და მარილიანი. შესაბამისად, ასეთ პირობებში მასში ცოცხალი უჯრებების სრულად არის განადგურებული
დალოლის ველი აფრიკის კონტინენტზე, ეთიოპიაში მდებარეობს. ის დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ წერტილად მიიჩნევა, რადგან ზღვის დონიდან 48 მეტრით ქვემოთ მდებარეობს.
დალოლის ველზე მდებარეობს დალოლის ვულკანი.
ვულკანის გარშემო კრისტალიზებული მარილის მინდვრები და სხვადასხვა ფერის გუბურებია. გუბურების ფერი განპირობებულია იმ მჟავებით, რომელიც წყლის და მაგმური აირების ურთიერთქმედების შედეგად იქმნება.