სამხრეთ კალიფორნიაში „ექსტრემალური წითელი დროშის გაფრთხილება" გამოჩნდა, რაც მაფრთხილებელ ნიშნებში ყველაზე მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება.
გაფრთხილება, რომელიც ლოს ანჯელესის ამინდის სამსახურმა გაავრცელა, ვენტურასა და სან ბერნარდინოს ოლქებს მოიცავს.
მოსალოდნელია, რომ ქარი სიჩქარე 128 კმ/სთ მიაღწევს და ვარაუდობენ, ჰაერის მასები ხანძრის კერებს კიდევ უფრო გაფართოებს. ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა 2662831 მ2 ფართობი გაანადგურა.
1100 მეხანძრე-მაშველი ცეცხლს ებრძვის. სულ მცირე 5 სახლი დაიწვა და ამდენივე ნაწილობრივ დაზიანდა. Los Angeles Times - ის ინფორმაციით ხანძრის მხოლოდ 5 პროცენტია ლოკალიზებული.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ სამშაბათს, ქარის მასები ამ სეზონის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევენ.