ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, ალეკო ცაბაძეს ფილტვების ანთება, ვიქტორ ბუჩუკურს კი ცრუკრუპი აქვს. მძიმეა ლევან ხმიადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დაკავებულს ტუბერკულოზი აქვს გადატანილი.
ბავშვებს თბილისიდან საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი გაუგზავნეს, რომელსაც წითელი ჯვარი ცხინვალის იზოლატორში შეაგზავნის.
დღის ბოლოს ტირძნისში სახალხო დამცველიც ჩავა და დაკავებულების ოჯახებს შეხვდება.